ცხადდება კონკურსი “ქართული კალიგრაფია-2023”


  • ცხადდება ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ერთობლივი კონკურსი “ქართული კალიგრაფია-2023“.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების საჯარო და კერძო სკოლების III-XII კლასის მოსწავლეებსა და სხვა ზრდასრულ დაინტერესებულ პირებს.

2023 წლის 2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით მსურველებს შეუძლიათ გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

ადგილზე წერა ჩატარდება 17-18 მაისს, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში. კონკურსანტებს ადგილზე მიეცემათ საკონკურსო ჯგუფების შესაბამისი დავალებები-ხელნაწერის გვერდის ასლის გაკეთება ან ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა. კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება 2023 წლის 25 მაისს.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ლინკზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ მითითებულ ნომრებზე: 599 50 60 44; 593 98 34 40.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!