- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ, გუბერნატორმა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ზუგდიდთან მიმართებაში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. “ამდენად, სურსათის ეროვნული სააგენტო, ქალაქის ზედამხედველობის სამსახური, მოხალისეები, კიდევ უფრო გააძლიერებენ ზედამხედველობას, იმ მხრივ, რომ კიდევ უფრო დაიხვეწოს მდგომარეობა, რაც არის დღეს. შესაბამისად, ზუგდიდის აგრალურ ბაზართან დაკავშირებით, ანგარიში ჩვენ რაც მოვისმინეთ, ყველა მხარისაგან დამაკმაყოფილებელია ამ მომენტისთვის”.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სენაკის ბაზარი ორშაბათიდან, 6 აპრილიდან დაიხურება.