მეუფე გერასიმემ შატილში გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შატილში ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 11 =

Akismet ანტისპამი