ბერლინალე საუკეთესო ქალი და კაცი შემსრულებლის ნომინაციებს აუქმებს


  • ბერლინის კინოფესტივალის გადაწყვეტილებით, საუკეთესო ქალი და საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინაციები 2021 წლიდან უქმდება. მათ სანაცვლოდ კი გენდერულად ნეიტრალური ნომინაციები დაწესდება.

2021 წელს კინოფესტივალი არა დისტანციურად, არამედ სპეციალურად შერჩეულ ადგილას გაიმართება.

კინოფესტივალი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პირველად ბერლინალეს ისტორიაში პრიზები გენდერულად ნეიტრალური ნომინაციებით გაიცება. საუკეთესო ქალი და კაცი მსახიობის ნაცვლად კი პრიზები „ვერცხლის დათვი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ და „ვერცლის დათვი დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ ნომინაციებში გაიცემა.

კინოფესტივალის დირექტორის თქმით, მათ სჯერათ, რომ ეს გადაწყვეტილება დაეხმარება კინოინდუსტრიას, უფრო მეტად გენდერულად სენსიტიური გახდეს.

ბერლინალეს ფარგლებში საერთაშორისო ჟიური შემდეგ 8 პრიზს გასცემს:

  • ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის
  • ვერცხლის დათვი – ჟიურის გრან პრი
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის
  • ვერცხლის დათვი – ჟიურზის პრიზი
  • ვერცხლის დათვი მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • ვერცხლის დათვი დამხმარე როლის საუკეთესო შესრულებისთვის
  • ვერცხლის დათვი საუკეთესო სცენარისთვის
  • ვერცხლის დათვი გამორჩეული შემოქმედებითი მიღწევისთვის

წყარო

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!