ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მსვლელობა გაიმართება


  • ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა.

14:00-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშამდე, სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

19 − 13 =

Akismet ანტისპამი