მერიამ წარმატებული სტუდენტი დააფინანსა


  • ზუგდიდელ წარმატებულ ახალგაზრდას, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტ თამარ ჟვანიას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანიაში გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა.

“გვიხარია რომ ჩვენს ქალაქს თქვენისთანა წარმატებული ახალგაზრდები ჰყავს, გილოცავთ ამ წარმატებას და გვჯერა, რომ ზუგდიდს ღირსეულად წარადგენთ გერმანიაში. მოხარულები ვიქნებით, თუ თქვენს ცოდნას და კომპეტენციას მომავალში ჩვენს ქალაქს მოახმართ”-განაცხადა სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ.

თამარი, გერმანიაში, იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტში ერთ კვირიან საზაფხულო სკოლაში მიემგზავრება ევროპულ სამართალში გამოცდილების მისაღებად.

თამარ ჟვანიას დაფინანსების გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალაგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.

თამარ ჟვანია 2018 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიატი იყო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!