ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი


  •  შეხვედრაზე ხართ? ადევნეთ თვალი საკუთარი სხეულის ენას. თქვენი თანამოსაუბრე გაკვირდებათ!

1. ნუ მიეყრდნობით ძალიან სავარძლის საზურგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ზარმაცი და ქედმაღალი ხართ.

2. ზედმეტად წინ გადმოხრილი. ამგვარად თქვენ შეიძლება მოეჩვენოთ თანამოსაუბრეს აგრესიული. ეცადეთ მიიღოთ ნეიტრალური პოზა.

3. ნუ შეწყვეტთ სწრაფად თვალის კონტაქტს. ასეთი ჟესტი აჩვენებს, რომ თქვენ არ ხართ სანდო ადამიანი ან ზედმეტად ნერვიულობთ. შეინარჩუნეთ თვალის კონტაქტი, განსაკუთრებით ხელის ჩამორთმევისას.

4. არ მოგივიდეთ ზედმეტი თავის დაკვრა თანხმობის ნიშნად. შეიძლება გამოჩნდეთ, როგორც თოჯინა, რომელიც თავს იქნევს. თუ ეთანხმებით თანამოსაუბრეს, საკმარისია თავის დაკვრა ერთხელ.

5. ხელების მეტისმეტად ქნევა იწვევს აგრესიის შეგრძნებას.

6. გადაჯვარედინებული ხელები – ეს თავდაცვითი პოზიციაა. არ მიიღოთ ასეთი პოზიცია, განსაკუთრებით, როდესაც პასუხობთ კითხვებზე.

7. მოუსვენრობა უმალვე აჩვენებს, თუ როგორ ნერვიულობთ. მაქსიმალურად ეცადეთ ამას მოერიდოთ.

8. ნუ გექნებათ ხელები ზურგს უკან ან ჯიბეებში. შეიძლება გამოჩნდეთ ჯიუტი. ეცადეთ იყოთ ბუნებრივი. ხელები გქონდეთ ჩამოშვებული.

9. ნუ გადაიტანთ მზერას მაღლა, არ მიმოიხედოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცას ბოლომდე არ ამბობთ, ან იტყუებით.

10. დაჟინებული მზერა აღიქმება როგორც აგრესია, აკონტროლეთ თქვენი მზერა.

11. გაიღიმეთ. გაქვავებული სახე აიძულებს ადამიანებს თავი უხერხულად იგრძნონ. იბადება კითხვა – გსურთ კი საერთოდ აქ ყოფნა. აჩვენეთ გულწრფელი ღიმილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს პირველად ხვდებით.

12. არ დაიხიოთ უკან, როდესაც ითხოვთ გადაწყვეტილების მიღებას. ამგვარი მოქმედება აჩვენებს შიშს ან არადამაჯერებლობას. იდექით ადგილზე, ან გადადგით მცირედი თავდაჯერებული ნაბიჯი წინ.

13. ნუ დაიჭერთ ხელებს ხელისგულებით მაღლა, ეს წააგავს მათხოვრობას და აჩენს სისუსტეს.

14. ნუ იდგებით დოინჯშემორტყმული, ეს აგრესიის სიგნალია.

15. ნუ უყურებთ გამუდმებით ტელეფონს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ გაინტერესებთ, ან თქვენ უკვე სხვა ადგილზე გელიან. გარდა ამისა, ეს უკვე ეტიკეტის ნორმების უცოდინრობაა.

მაშ ასე, რა უნდა გააკეთოთ? ისწრაფეთ, რომ თქვენი პოზა ყოველთვის გამართული იყოს. იდექით სწორად, ხელები გქონდეთ ჩამოშვებული, თუ ზიხართ – დაიწყვეთ ხელები მუხლებზე. მზერა, ღიმილი და თავად თქვენ უნდა გამოიყურებოდეთ ბუნებრივად.

“თქვენ აღმოაჩენთ, რომ მოცემული სიიდან გაქვთ პრობლემა ერთ, ან ორ ჟესტთან, ივარჯიშეთ დამოუკიდებლად სარკის წინ ან მეგობართან, რომელიც შეძლებს შეგახსენოთ თქვენი შეცდომის შესახებ ყოველ ჯერზე, როდესაც მას დაუშვებთ, იქამდე, სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის კონტროლს”, – ამბობს ექსპერტი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!