- სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ტექნოპარკში, ორი წლის ანგარიშის წადგენისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განცხადება დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ.
მისი განმარტებით, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს.
ალექსანდრე მოწერელია პარტიამ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.