კორონავირუსის ახალ შემთხვევებს შორის ერთი ლილოს ბაზრობას უკავშირდება, ერთი გაჩიანს, ასევე ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს კიდევ ერთი წარმომადგენელი


  • ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კორონავირუსის 8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის წყარო არის ლილოს ბაზრობა, ერთის გაჩიანის დასახლება და ასევე ერთი დადასტურებული შემთხვევის წყარო დაავადებულთან კონტაქტია.

მისი ინფორმაციით,  4 არის იმპორტირებული შემთხვევა, მათგან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. ასევე ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

5 + three =

Akismet ანტისპამი