ირაკლი ღარიბაშვილი-ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია


  • ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა „მწვანე ბარათი“. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია. დღეს 107 შემთხვევა იყო და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი გადალახულია. მოგეხსენებათ, მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, მათ შორის პირბადის ტარება საჯარო, გარე სივრცეებში. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებსუფრო მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!