ირაკლი ღარიბაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტიულ აქტივს შეხვდა


  • დღეს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზუგდიდის, ⁠მესტიის, ⁠ჩხოროწყუს, ⁠ხობის, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე, მმართველი პარტიის ლიდერებთან შეხვედრას ითხოვდა ორგანიზაცია „ხმა ერისა, გზა ხსნისა“ წევრები, რომლებიც საბანკო სისტემის წინააღმდეგ აქციას მართავდნენ. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას.

შეკრებილებთან მამუკა მდინარაძე მივიდა და საკითხის გარკვევას დაჰპირდა.

ინფორმაციისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!