ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალური დაფა თაიგულით შეამკეს


  • 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.

„9 აპრილი  ეს გახლავს ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადი თავისუფლებისთვის და  9 აპრილის მონაპოვარია დღეს ქვეყნის თანამედროვე დამოუკიდებლობა. ეს იყო იდეის გარშემო გაერთიანებული საქართველო, რომელიც შეეწინააღმდეგა რეპრესიულ რეჟიმს, რომელმაც სასტიკად დაარბია, დასაჯა ქართველი ხალხი და გვქონდა მსხვერპლი. მე მინდა კიდევ ერთხელ  მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს და ვთქვა, რომ  მომავალ თაობებს ისინი მუდამ ემახსოვრებათ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას. მადლობა თავისუფლებისთვის!“- აღნიშნა  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ.

 ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

#მადლობათავისუფლებისთვის


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!