ირაკლი ღარიბაშვილი-იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარით განისაზღვრება, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარი იქნება, ვეტერანთა დახმარება კი 100 ლარამდე გაიზრდება


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44-ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!