საპენსიო სააგენტო – 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი


  • საპენსიო სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა მილიონ 591 ათასი ადამიანია.

სააგენტოს ცნობით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16,229-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.

“საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.3 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მლრდ ლარს გადააჭარბა.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ten − 2 =

Akismet ანტისპამი