გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს


  • ამ წუთებში, ზუგდიდში, მერიის შენობასთან გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართნენ მერიის შენობისკენ.

აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ შემდეგი სახის ტრანსპარანტები: “წადი თქვენი-თ”, “მირანდა მესხმა მოპარა ერს ხმა”, “ნახვაწები და ბოცები, აღვირახსნილი ქოცები”, “არასწორი წოწერია”.

დეპუტატ ანა წითლძის განმარტებით, ზუგდიდის საკრებულო ვერ ირჩეს თავმჯდომარეს, ეს კი ნიშნავს პარალიზებულ წარმომადგენლობით ორგანოს, პარალიზებული საკრებულო კი ნიშნავს იმას, რომ ვერც ზუგდიდის მერი ახორციელებს სრულყოფილად უფლებამოსილებას.

“მე მაქვს სრული უფლება შევიდე რამოდენიმე მოქალაქესთან, საკრებულოს არჩეულ წევრებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ავიდე ადმინისტრაციულ შენობაში, მერის ოთახში და დაველაპარაკოთ მას. ახლა, რაც ხდება ზუგდიდში პოლიტიკური კრიზისია. საკრებულო პარალიზირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მერი ვერ ახორციელებს სრულყოფილად თავის უფლებამოსილებას, რაც აისახება ზუგდიდელების ყოველდღიურობაზე. ამაზე პასუხსიმგებელი არის ქართული ოცნება. ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ ის ასე შვიდად და წყანარად ვერ შესძლებს დაჯდეს კაბინეტში თითქოს არაფერი მომხდარა”.

სამართალდამცველებმა, ანა წითლიძე უთხრეს, რომ დღეს ის მედიასთან ერთად შეძლებს მამუკა წოწერიასთან შეხვედრას. რაც შეეხება საკრებულოს წევრებს, მათ უთხრეს, რომ აქ ვერ შეუშვებენ და წარმომადგენლობით ორგანოს უნდა მიმართონ.

აქციის მონაწილეები ამ წუთებშიც, რჩებიან მერიის შენობასთან საპროტესტო ტრანსფარანტებით ხელში.

3 დეკემბერს, ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე, ქვორუმის არარსებობის გამო, ვერ აირჩიეს. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, სხდომა ჯერ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, შემდეგ კი “გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრებმა დატოვეს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!