- ზუგდიდელი ახალგაზრდა შემოქმედი ირაკლი გოგოხია ლექსებს ბავშვობიდან წერს. პირველი ლექსი სიკვდილზე დაწერა. როგორც თვითონ ამბობს, გარკვეულმა ფაქტორმა იმოქმედა. ირაკლის პოეზიის საღამო დაგეგმილი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში, თუმცა პანდემიის გამო გარკვეული დროით გადაიდო.
ირაკლი გოგოხია: “ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე დედულეთში, სოფელ ჯგალში. ჩავირიცხე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე. გარკვეული მიზეზების გამო, პირველი კურსის შემდეგ, აკადემიურის აღება მომიწია. ახლაც დროებით შეჩერებული სტუდენტი ვარ. ჩემი ლექსების ნახევარზე მეტი სატრფიალოა, უფრო რომანტიზმია. პოეზია ჩემში იმაზე მეტად ჭარბობს, ვიდრე სხვა დანარჩენი. ბავშვობისას მეგონა, რომ ეს გატაცება იყო… მხოლოდ პოეზია და ჩემი “ხმელი” ლექსები მაძლევს ძალას, ვიარსებო. პოეზია ჩემი სულის სარკეა, სადაც თავს ისეთად ვგრძნობ, როგორიც ვარ სინამდვილეში, ან როგორიც მინდა ვიყო.
…
მთვარეს ვუამბობ შენზე,
გავანდობ ყველა ზრახვას,
გავუმხელ შენზე ფიქრებს,
გავუმხელ ყველა ამბავს.
ქარს თუ გაატან ლაფას,
სარკმელს გავაღებ ღამე,
შენზე ფიქრებით სავსე,
მეალერსება მთვარე.
ქარი მომიტანს ლაფას,
ფანჯრის რაფაზე დადებს,
შენი სურნელით სავსე,
გულზე დავიდებ ღამე,
მთვარე მაცდური მზერით,
მიმზერს და მათრობს ლაფა,
ფიქრნი მერთვიან შენზე,
როგორც მუზები კალამს.
ასე, ამგვარად უცებ,
გავჩნდები შენთან წამად,
ჩაგეხუტები ძლიერ,
გაკოცებ ბევრს და წავალ.
ბევრსაც ვუამბობ მთვარეს,
დავჯდები ფიქრთა ლანდად,
ვუამბობ ყველა ამბავს,
რაც თავს დაგვსხმია ვარად,
ან თუნდ მოგიქარგ სახეს,
შენსას მოღიმარს ნაზად,
მწვანე თვალებს და ტუჩებს,
რომ დამატყვევეს ასად,
შენი ხელების სითბო,
შენი სურნელი თმისა,
როგორ მამშვიდებს შენში,
ეს სიყვარულის რისხვა.
მთვარეს ვუამბე შენზე,
გავანდე ყველა ზრახვა,
ვუმხილე შენზე ფიქრი,
ვუამბე ყველა განცდა.
ირაკლი გოგოხია