ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს


  • კახათის ადმინისტრაციულ ერთეულში, წმინდა ნინოს ქუჩაზე, საავტომობილო გზის მოწყობა მიმდინარეობს.

გზის სამშენებლო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა  გიორგი გუგუჩიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს.

წმინდა ნინოს ქუჩაზე გზა ავარიულ მდგომარეობაში იყო და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნიდა.

ასფალტის საფარი იგება 2 525 მეტრზე. პროექტის ღირებულება 735 000 ლარია.

კახათის გარდა გზის სამშენებლო სამუშაოები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!