“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ (ISWM II) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა


  • “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის“ (ISWM II) ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), პროგრამის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მუნიციპალიტეტებში ნარჩენების შეგროვება-დასუფთავების ხარჯების გამოთვლის მეთოდოლოგია.
“მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II” (ISWM II) ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოიცავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას. ასევე, არსებული ძველი ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვას და მუნიციპალიტეტების მომარაგებას ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკით.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის წარმომადგენლები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასაშენებელი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ობიექტისა და გადამტვირთავი სადგურებისთვის განსაზღვრულ ტერიტორიებს დაათვალიერებენ. ასევე, დაგემილია პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის შესყიდული ნარჩენების შესაგროვებელი სპეციალური ტექნიკის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!