ზუგდიდში შშმ პირთათვის დამატებით ადაპტირებული გარემოს მოწყობა იგეგმება


  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის  განხილვა გრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭოს  მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე  სამოქმედო გეგმის პროექტი მერიის სამსახურებმა წარმოადგინეს.

სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ იმ პროექტებსა და პროგრამებზე ისაუბრა, რასაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირთა მიმართულებით ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა თემურ ჯიქიამ ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამები წარადგინა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერას ითვალისწინებს. დაგეგმილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შშმ პირთათვის არსებული პანდუსების ადაპტაცია და ახალი პანდუსების მოწყობა.

აგრეთვე, სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებულია შშმ პირთათვის არსებულ 10 შუქნიშანთან დამატებით ხმოვანი შეტყობინების მოწყობილობების დამონტაჟება, რომელიც ქვეითთა გადასასვლელის გადაკვეთამდე შუქნიშნის მწვანე ნათების შესახებ ინფორმაციას სიგნალით მიიღებენ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!