- 17 ოქტომბრიდან ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობენ.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსების გეგმიური ტექნიკური შემოწმება ვადაზე ადრე დასრულდა.
შესაბამისად, 17 ოქტომბრის 16:00 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით ჩვეულ, სტანდარტულ რეჟიმში ახორციელებს.
ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოქალაქეებს გამოჩენილი მოთმინებისთვის.
