გოგა ჯაჯვანი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია


  • ზუგდიდელმა ძალოსანმა, გოგო ჯაჯვანმა (95 კგ.) ალბანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის რეკორდები დაამყარა.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით გოგა ჯაჯვანმა ატაცში 167 კგ. დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ჯაჯვანმა კონტინენტის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 208 კილოგრამით კვლავ ოქროს მედაი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 365 კილოგრამითაც. ძალოსანმა ორჭიდშიც ევროპის რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − fourteen =

Akismet ანტისპამი