ზუგდიდში მუნიციპალური ავტობუსების ტექნიკური შემოწმება ვადაზე ადრე დასრულდა


  • 17 ოქტომბრიდან ზუგდიდის მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობენ.

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსების გეგმიური ტექნიკური შემოწმება ვადაზე ადრე დასრულდა.

შესაბამისად, 17 ოქტომბრის 16:00 საათიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით ჩვეულ, სტანდარტულ რეჟიმში ახორციელებს.

ადმინისტრაცია მადლობას უხდის მოქალაქეებს გამოჩენილი მოთმინებისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 − 1 =

Akismet ანტისპამი