ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალს ავრცელებს


  • ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური ავტობუსით მგზავრთა გადაყვანის შეღავათიანი ტარიფების ჩამონათვალს ავრცელებს.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის – უფასო;

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის – უფასო;

0-10 წლამდე ბავშვებისათვის – უფასო;

სკოლის მოსწავლეებისათვის 50%-იანი ფასდაკლება;

სკოლამდელი-სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის 50% – იანი ფასდაკლება;

საპატიო ზუგდიდელებისათვის – უფასო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

eleven − four =

Akismet ანტისპამი