- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (02.05-08.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 984 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.
უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 112 564 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 101 045, „პისიარ“ ტესტით – 11 519.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.66%.