13 მაისამდე საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-13 მაისს საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, +23 გრადუსი იქნება.

14 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერი +23, +28 გრადუსამდე გათბება.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 10-13 მაისს +19, +21 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 14 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

1 + 2 =

Akismet ანტისპამი