დღეს, #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა და კომისიის წევრებმა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს. კანონის უზენაესობა, პატივისცემა, სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, პროფესიონალური ქცევა – ეთიკის კოდექსის ძირითადი პრინციპებია. ეთიკის კოდექსს ერთდროულად ქვეყნის მასშტაბით ხელი მოაწერეს 7 საოლქო საარჩევნო კომისიის 91 წევრმა და მათში შემავალი 45 საუბნო საარჩევნო კომისიის 583 წევრმა. კოდექსზე ხელისმომწერი კომისიების წევრები თანხმდებიან, უზრუნველყონ კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ მიუკერძოებლები და უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემო.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=oJdUVChHIQk[/embedyt]