კორცხელში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს


დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარემ კახა კუკავამ შუალედური არჩევნების მაჟორიტარობის კანდიდატი თეონა ქარდავა ოფიციალურად წარუდგინა მედიას და იქ მცხოვრებ მოსახლეობას. კახა კუკავას თქმით, მათ მიერ არჩეულ კანდიდატს თავდებში უდგებიან. “თეონა გახლავთ უწესიერესი, მებრძოლი ადამიანი, სწორედ ასეთი პიროვნებები სჭირდება დღეს ზუგდიდის საკრებულოს”. კახა კუკავა ამბობს, რომ მათ მიერ წარდგენილი კანდიდატი თუ იქნება საკრებულოს წევრი, ზუგდიდის საკრებულოში მსხდომ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მოსვენებას არ მისცემს.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=XhjmWXmpIBE[/embedyt]

შეხვედრაზე ,,თავისუფალი საქართველოს,, თავმჯდომარემ გააკრიტიკა ადგილობრივი ხელისუფლება, მან ისაუბრა ხელისუფლების მივლინებებზე . ,,საკრებულოს დელეგაცია რვაკაციანი შემადგენლობით გაემგზავრა მიუნხენში და მართავს მოლაპარაკებებს მიუნხენის მერიასთან, ალბათ, ერთმანეთს უნდა გაუზიარონ სასარგებლო გამოცდილება, ამ დროს სულ მეუბნებიან ზუგდიდელი მეგობრები, რომ ადამიანებს სამედიცინო ონკოლოგიური დახმარება სჭირდებათ, საკრებულოს თავმჯდომარე ეუბნება, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ აქვთ. ეს არის ჩვენი დროის ცინიზმი. რვაკაციანი დელეგაცით კი არა, საერთოდ ერთკაციანი დელეგაციითაც რა უნდათ მიუნხენში, ვის ატყუებენ?”

თეონა ქარდავას თქმით, ამ დღეების განმავლობაში მოახერხა ადგილობრივი ოჯახების გაცნობა, წლებია პრობლემების წინაშე დგას დამეწყრილ ზონაში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებიც დაპირებებით ცხოვრობენ. “მათ პირდებიან, რომ მათზე გაიცემა კომპენსაცია, ეს საკითხი დავაყენე დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან გოგი ფაცაციასთან. ბატონი გოგო დამპირდა, რომ ასეთ ოჯახებს უახლოეს პერიოდში, მოუგვარებენ პრობლემებს, მათ შეუძენენ სახლებს. ქარდავამ ასევე ისაუბრა კორცხელში არსებულ სხვადასხვა სახის სოციალურ პრობლემებზე. “მოგების ან წაგების შემთხევაში რაიონის საკრებულოს სხდომებს უკლებლივ დავესწრები და ყველა მოუგვარებელ პრობლემებს გავაჟღერებ”. ჟურნალისტებთან საუბარში კახა კუკავამ აღნიშნა, მათ მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიცია. [embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!