ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყება


  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ინფორმაციით, უეფა-ს ბილეთების პორტალზე საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება.

უწყების ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ბმულზე: http://euro2024.com/tickets

“უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდი გულშემატკივარს უახლოეს დღეეებში გავუზიარებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

three × five =

Akismet ანტისპამი