დევნილები განსახლების მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ


ზუგდიდში, ფაიფურის ე.წ. სტამბის შენობაში, ჩასახლებული დევნილები ალტერნატიული ფართის დაუყოვნებლივ გამოყოფას და შენობიდან  გადაყვანას ითხოვენ, ისინი განსახლების მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ.კორპუსში მცხოვრებ 17 ოჯახს, მათივე განმარტებით, დევნილთა და განსახლების მინისტრმა წინასაარჩევნოდ ახალ კორპუსებში გადაყვანის აუცილებელი პირობა მისცა და ეს ფაქტი მიულოცა.

თუმცა დევნილები ამბობენ, რომ კომისია, რომელიც დევნილთა მონაცემებს სწავლობს, მხოლოდ 3 ოჯახის შესამოწმებლად მოვიდა და მათ გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. დაუყოვნებლივ გადაყვანის მოთხოვნით დევნილებმა დღეს აქცია გამართეს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის განმარტებით კი, დევნილები არაინფორმირებულები არიან, რადგან კომისია 6 ჯგუფის შემადგენლობით მუშაობს და ეტაპობრივად, ყველა ოჯახის გაყვანა მოხდება. დევნილები დევნილთა და განსახლების მინისტრის ჩამოსვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, უკიდურეს საპროტესტო ზომებს მიმართავენ


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!