“თავისუფლება გია ცერცვაძეს!”


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა და პარტიის მხარდამჭერებმა, გუბერნიის შენობის წინ, აფხაზეთის ომში მონაწილე და უკრაინაში დაპატიმრებული გიორგი ცერცვაძის მხადამჭერი აქცია გამართეს. პარტიის წევრებს ხელში ეჭირათ შემდეგი სახის პლაკატები: „თავისუფლება გია ცერცვაძეს! „დაიცავით ჯარისკაცები’’.

“რუსეთი კლავს!’’ „ძირს მოღალატე მთავრობა’’. „თავისუფლება გმირებს’’ . „ არ გადასცე რუსეთს’’. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრის თეიმურაზ ბასიალიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ოთხოზორიას საქმესთან დაკავშირებით არ ითხოვს მკვლელის ექსტრადირებას, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე თავისუფლად დაიარება, როდესაც ჩვენი გმირი უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანასთან ერთად იბრძოდა და  ქვეყნის ინტერესებს იცავდა, ამ ადამიანის ექსტრადირებას უწყობს ხელს. მართალია, გუშინ გაჟღერდა, რომ არის შესაძლებლობა განთავისუფლდეს ჩვენი გმირი,  მაგრამ ეს არ მოიცავს ამ თემის დასრულებას”.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=9vtqkHL1YBo[/embedyt]

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!