სოფლებიდან სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  48  ტერიტორიულ ერთეულში 2017 წლის 16 იანვრიდან დაიწყო სოფლის მოსახლეობისათვის კარდაკარ შემოვლით ( ე.წ. ,,ზარის პრინციპით”) მომსახურეობის პროგრამის განხორციელება. რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობის თითოეული ოჯახიდან თვეში ოთხჯერ, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, სატვირთო ავტომანქანებით გაიზიდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი.
ამ ღონისძიებისათვის ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრში” გამოიყო 6 სატვირთო ავტომანქანა 6 მძღოლითა და 12 მტვირთავით. შედგენილია ცალკეულ სოფლებში მათი მისვლის გრაფიკი. სატრანსპორტო საშუალებებისა და მტვირთავების მუშაობას გააკონტროლებენ ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის ” უბნების ხელმძღვანელები და კონტროლიორები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის # 19 დადგენილებით, განისაზღვრა დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე 0.50 ლარით. სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განსაზღრულია 4 კაცით, ანუ მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა არ აჭარბებს 2 ლარს თვეში.
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი დადგენილია 1 მ3 ნარჩენზე 25 ლარის ოდენობით თვეში.
თითოეული მოსახლე ვალდებულია, მოსაკრებელი გადაიხადოს ბანკში სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე.

ეს სამუშაოები ჩატარდება ყოველკვირეულად-ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით და მოიცავს ორმოცდარვავე ტერიტორიულ ერთეულს გრაფიკის მიხედვით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!