- ზუგდიდელმა ძალოსანმა, გოგო ჯაჯვანმა (95 კგ.) ალბანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა და კონტინენტის რეკორდები დაამყარა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ გახოკიძის ხელმძღვანელობით გოგა ჯაჯვანმა ატაცში 167 კგ. დაძლია, ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ევროპის რეკორდიც დაამყარა. ჯაჯვანმა კონტინენტის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.
ძალოსანმა აკვრაში დაძლეული 208 კილოგრამით კვლავ ოქროს მედაი მოიპოვა, ასევე ოქროს მედალი დაისაკუთრა ორჭიდში მოგროვილი 365 კილოგრამითაც. ძალოსანმა ორჭიდშიც ევროპის რეკორდი 4 კილოგრამით გააუმჯობესა.
