გიორგი ჯიქია: ამერიკამ დააგვიანა საზღვრების ჩაკეტვა


  • ზუგდიდელი სპორტესმენი გიორგი ჯიქია ამერიკაში, ნიუ-იორკში ოთხი წელია ცხოვრობს. ახალგაზრდებს კარატეში ავარჯიშებს. მიუხედავად ამერიკაში არსებული მძიმე მდგომარეობისა, გიორგი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას, ამ ეტაპზე, არ გეგმავს.

გიორგი ჯიქია: “ნიუ-იორკში 180 ათასზე მეტი ადამიანია დაინფიციერებული. 8,627 ადამიანი გარდაცვლილი. სულ ამერიკის მაშტაბით 522,320 ადამიანია დაინფიცირებული, გარდაცვლილი 20,086. ქვეყანა პარალიზებულია. დაკეტილია ყველაფერი დიდი სუპერმარკეტების და აფთიაქების გარდა. მეტრო მუშაობს და ავტობუსებიც მოძრაობს. სახლიდან ვმუშაობთ თითქმის ყველა. მაღაზიებში ძალიან დიდი რიგია. ზოგი მაღაზია თითქმის დაცარიელებულია. ვფიქრობ, მთავრობა ეპიდემიას მოუმზადებელი შეხვდა. დაგვიანდა საზღვრების ჩაკეტვა. თუმცა, მესმის ძალიან დიდი ქვეყანაა და რთულია 330 მილიონიანი ქვეყნის გაკონტროლება. ვფიქრობ, კიდევ ერთი ურთულესი თვე დარჩა, მაგრამ სრულად, ალბათ, აგვისტომდე არ ჩაივლის ეს ამბავი. სახლიდან ვმუშაობთ თითქმის ყველა. მეც ვარჯიშებს სახლიდან ვატარებ. ყოველ წუთს, სასწრაფოს და პოლიციის სირენების ხმა  რთული მოსასმენია და მძიმე საყურებელი სახლში მჯდომი ადამიანისთვის.

ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს დისტანციურად ვეხმინები, ერთმენთს ვამხნევებთ. არიან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც მოძრაობენ  მანქანებით და ეხმარებიან ამის საჭიროების მქონე ადამიანებს. მეც ვეხმარები, გავდივარ ხოლმე, ვისაც ბავშვები ჰყავს ნიღბებს, ხელთათმანებს და სადეზინფექციო საშუალებებს ვურიგებთ. ბევრს სურს საქართველოში დაბრუნება. მე პირადად, არა. მწამს, ეს დროებითია, მწამს ღვთის და არ მეშინია,- მგონია, ეს ყველაფერი ღვთისგან ჩვენი გამოსწორების ერთადერთი დამაფიქრებელი ეტაპია. ამერიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ რელიგიის გაკვეთილები სკოლებში ისევ დაბრუნდება. ეს ბუმბერაზი ქვეყანაც კი, მივიდა იმ აზრამდე, რომ ამ სამყაროში, ღმერთის და რწმენის გარეშე არაფერი ხდება.

ზოგიერთ მოქალაქეს სახლის პირობებში უწევს დაავადებასთან ბრძოლა, იმიტომ რომ შედარებით მსუბუქ მდგომარებაში მყოფი პაციენტებისთვის კლინიკებში ადგილი არ არის. დისტანციურად ურეკავენ ექიმებს და უხსნიან, რა სიმტომები აქვთ და მაგის მიხედვით, კეთდება ტესტირებაც. ხშირად მესმის ახალგაზრდებში, რომ სიცხე და თავის ტკივილები აქვთ.

ამერიკის მთავრობამ 1000 დოლარი გადასცა იმ მოქალაქებს, ვისაც წლიური შემოსავალი, 62 000$ ზე ნაკლები აქვთ. ამის გარდა, სხვა შეღავათებიც დაწესდა. 3 თვე შეგიძლია ბინის ფული არ გადაიხადო, პატრონი ვერაფერს ვერ გეტყვის. თუმცა, 3 თვის შემდეგ მოგიწევს თანხის გადახდა.

ამერიკელები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და ამბობენ, რომ სახლში დარჩენით “უხილავ მტერს” დაამარცხებენ. მინდა საქართველო მოვიკითხო. ჯანმრთელობას და მშვიდობას ვუსურვებ.”

“ზუგდიდელები”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!