გიორგი გახარია: “სასწავლო პროცესი განახლდება ზუსტად იმ რეჟიმში, როგორც გამოვაცხადეთ”


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, სასწავლო პროცესის კიდევ გადადება, არ იგეგმება.

“სასწავლო პროცესი, როგორც განვაცხადეთ, ზუსტად იმ რეჟიმში განახლდება. ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ჩვენი ნებისმიერი შემდგომი ღონისძიება, ქმედება იქნება მიზნობრივი და ლოკალური. სისტემური გადაკეტვები, შეზღუდვები ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ამას მოჰყვება მძიმე სოციალური და ეკონომიკური შედეგები, ამიტომ ვირუსის გავრცელება ნორმალური ცხოვრების პირობებში რომ იყოს შედარებით დაბალი, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და დავიბანოთ ხელი უფრო ხშირად“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!