საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5254 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5674 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800 -ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

 

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fifteen − 6 =

Akismet ანტისპამი