ზუგდიდში, შ. კიტიას ქ. N8- ში, გაიხსნა „ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრი“, სადაც ქალებსა და ახალგაზრდა გოგონებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ უფასო კონსულტაციები შემდეგ თემებზე: ოჯახის დაგეგმვა, თანამედროვე კონტრაცეპტივების მეთოდები.ასევე ბენეფიციარებს მიეწეოდებათ ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაზე (თამბაქოს მავნებლობა, მეორადი კვამლის მავნებლობა, გადამდები ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, აივ-ინფექცია/შიდსი), ჯანსაღ კვებაზე პრე და პოსტ ორსულობის დროს და ძუძუთი კვების უპირატესობაზე. ბენეფიციარები და მათი მეუღლეები გაივლიან ფსიქოლოგის, ფიზიკური რეაბილიტაციისა და გინეკოლოგის უფასო კონსულტაციებს. პროექტი დაფინანსებულია „Global Fund For Women” მიერ.
პროექტი ხორციელდება რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი „თანაზიარი“-ს მიერ.