ეს არის მახინჯი კოაბიტაციის ფორმა


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. „არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საკადრო ცვლილებებს და დანიშვნებს ქალაქის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ წევრების დისკრიმინაციას ეწევა და მიზანმიმართულად არ ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ძირითად მნიშვნელოვან თანამდებობებზე კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“… “მე ვსვამ კითხვას, თუ ისინი იყვნენ ასეთი პროფესიონალები, მაშინ რატომ ვებრძოდით მათ და რატომ გავუშვით ხელისუფლებიდან? ეს უკვე არ არის კოაბიტაც ია, ეს არის მახინჯი კოაბიტაციის ფორმა“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მანვე მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას, რომ ისიც  „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კუდ-ში მუშაობდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიამ საკრებულოს დეპუტატის, კახა მიქაიას საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მართლაც იყო დასაქმებული საჯარო სამსახურში და ამაში დასაძრახს ვერაფერს ხედავს.

„კი ბატონო, 2007 წლამდე ვიყავი ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ეს თანამდებობა დავტოვე 2007 წლის ბოლოს. ამის შემდეგ 2012 წლამდე პოლიტიკაში საერთოდ არ ვიყავი. ნაციონალები 2004 წელს მოვიდნენ და საქართველოში მაშინ ბევრი იყო მათი მომხრე. ერთ დროს შეიძლება ადამიანი ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი, მაგრამ შემდეგ მათ რა დამსახურება ჰქონდათ და რა ნაბიჯები გადადგეს, იმის მიხედვით არიან ჩვენთან“, – განაცხადა ლაშა გოგიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!