ნიკიტა პირველს არჩევანს უწუნებენ?


გერმანულ საინფორმაციო პორტალ  www.mdr.de – ს ერთ-ერთი ჟურნალისტი “კაზანტიპის” პრეზიდენტს ნიკიტა მარშუნოკს ფესტივალის ანაკლიაში გამართვის გადაწყვეტილებას უწუნებს,-  ჟურნალისტი  კითხვას  ასე სვამს: ,,რატომ საქართველოს ერთ-ერთი სოფელი ანაკლია და არა სხვა განვითარებული ქვეყნის ქალაქის სანაპირო ზონა?”
ნიკიტა პირველი კი პასუხობს: “- ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა შეთავაზებები გვექნება და ”კაზანტიპი” სხვაგანაც ჩატარდება.  ჩვენ გადავწყვიტეთ, ახლა ეს რესპუბლიკა დროებით საქართველოში გადმოგვეტანა. რატომ? საქართველო არის ძალიან თანამედროვე ქვეყანა, რომელსაც აქვს შესანიშნავი კლიმატი, ინვესტიციების სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და ბევრად უფრო დაცულ გარემოს. ქვეყანა  სთავაზობს კარგ საფუძველს ნებისმიერ ბიზნესს. სანაპირო ზოლი კი აღჭურვილია ევროპული დონის ინფრასტრუქტურითა და დიდი საცეკვაო ადგილებით… ასევე აქ არის დარგული 600 პალმა… ულამაზესი სანახაობაა…”

შეგიძლიათ იხილოთ ინტერვიუ ბოლომდე… (გერმანულ ენაზე) ლინკი: http://www.mdr.de/heute-im-osten/die-perfekteste-republik-der-welt100.html


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!