გაიცანით ნინო კოზმავა


  • ზუგდიდელი ნინო კოზმავა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პროტოკოლის სამმართველოში მუშაობს.

ნინომ 2018 წელს, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. 2022 წელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა წითელ დიპლომზე. არის ამავე უნივერსიტეტის სტიპენდიანტი. ასევე არის ზუგდიდის მერის სტიპენდიანტი.

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო თემაზე: “ქალის როლი ისლამში” მიიღო ირანის საელჩოსგან სერთიფიკატი, ასევე მიიღო მონაწილეობა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციის თემა გახლდათ “Nato – საქართველოს ურთიერთობათა ეროვნულ უსაფრთხოების კონტექსტში”.

2022 წელს გაიარა 6 თვიანი სტაჟირება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში – პროტოკოლის სამსახურში. 2022 წელს ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. ნინომ მონაწილეობა მიიღო ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-11 საერთაშორისო სამეცნიერო თემაზე: “ბირთვული იარაღის შექმნის ისტორია – საქართველო”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!