“რიბირაბოს“ აღსაზრდელებმა “არტ-ფესტი 2024”-ში მონაწილეობა მიიღეს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის, მუსიკალურ-თეატრალური სტუდია “რიბირაბოს“ აღსაზრდელები, ახალგაზრდული თვითშემოქმედებითი ფოლკლორული და საესტრადო ჯგუფების ფესტივალზე „არტ-ფესტი 2024” მონაწილეობდნენ.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალი გაიმართა წაღვერის კულტურის სახლში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შემოქმედებითმა ანსამბლებმა და ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა.

სტუდიის აღსაზრდელები წარმატებით წარსდგნენ ორგანიზატორებისა და მაყურებლების წინაშე.

ფესტივალის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ნინო ჭუმბურიძემ, სტუდია „რიბირაბოს“ ხელმძღვანელს, პედაგოგებსა და აღსაზრდელებს დიპლომები და სპეციალური პრიზი გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!