გაიმართა ოთარ ფაცაციას ხსოვნისადმი მიძღვნილი შეხვედრა


  • გაიმართა ცნობილი ზუგდიდელის, სხვადასხვა დროს საქართველოს პრემიერ მინისტრისა და ენგურქაღალდკომბინატის დირექტორის ოთარ ფაცაციას დაბადების დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა, რომელსაც თან ახლდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია.

შეხვედრა, სიმბოლურად კომბინატში, კულტურის ცენტრის დარბაზში ჩატარდა და ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, ესწრებოდნენ რიგითი ზუგდიდელები.

დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ ოთარ ფაცაციასთან დაახლოებული პირები. მათ ისაუბრეს პიროვნებაზე, რომელიც თავისი ცხოვრების წესით, საქმიანობით, ურთიერთობებით ბევრს აკეთებდა საქართველოში ქაღალდის მრეწველობის განვითარებაში და არა მარტო. მისი პრემიერმინისტრობის პერიოდში, როგორც სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, ბევრ ქართულ და ევროპულ ურთიერთობას ჩაეყარა საფუძველი და ზოგადად, ოთარ ფაცაცია იყო ცნობილი, როგორც დიპლომატი, მეცენატი, ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის და ხალხისთვის.

ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იყო საზოგადოება “ზუგდიდელი”.

ოთარ ფაცაციასადმი მიძღვნილი წიგნის სპონსორია ცნობილი მეცენატი პანტიკო თორდია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!