- ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა პროექტ “შემოქმედებითი წიგნიერის“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ ზუგდიდის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, პრეზენტაცია წარმოადგინა პროექტის ხელმძღვანელმა თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ლიდერ მასწავლებელმა, ინოვაციური მეთოდების ავტორმა ნინო ჯალაღონიამ.
პრეზენტაციის მონაწილეები გაეცნენ ინოვაციურ აქტივობებს, როგორიცაა მარკირებული კითხვა, ლიტერატურული გერბის შექმნა, გრამატიკული და ლიტერატურული კომიქსები, სიტყვობანა, პერსონაჟების გაცოცხლება.
ბავშვები აქტიურად ჩაერთნენ შემეცნებით აქტივობებში და გამოთქვეს სურვილი, ჩატარდეს მსგავსი ტიპის პროექტები.
რეგიონალური პროექტი გაგრძელდება, გაფართოვდება აუდიტორია, მოეწყობა გასვლითი ღონისძიება თბილისის სკოლებში.