“ზუგდიდასუფთავებამ” საპატიო წიგნში ხათუნა ჭურღულია შეიყვანა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექციამ წლების წინ მიიღო გადაწყვეტილება საპატიო წიგნის შემოღების თაობაზე.

შემუშავებულ იქნა სპეციალური დებულება, რომლის მიხედვითაც ხორციელდება განსაკუთრებული ღვაწლით გამორჩეული ადამიანების საპატიო წიგნში შეტანა, რაც დასტურდება დირექტორის ბრძანებით და საპატიო სიგელით.

“ზუგდიდასუფთავების” ცენტრის ინფორმაციით, 29 ივლისს ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს დირექციაში მოეწყო შეხვედრა ცენტრის კანცელარიის უფროსთან, ქალბატონ ხათუნა ჭურღულიასთან, რომელიც 30 წელია მუშაობს ზემოთაღნიშნულ პოზიციაზე და ასევე, მას დაბადებიდან 50 წელი შეუსრულდა.

ცენტრის დირექტორმა, ბატონმა ნუგზარ მალაშხიამ მიულოცა მას დაბადების დღე, მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის, დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა და სამახსოვროდ გადასცა საპატიო წიგნში შეტანის დამადასტურებელი სიგელი და დებულებით გათვალისწინებული ერთი თვის ხელფასი.

ასევე, ცენტრის ინფორმაციით, ნუგზარ მალაშხიამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა განმუხურის მუშა ოთარ აბულაძე დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით და სამსახურეობრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის. მასაც საჩუქრად გადაეცა ერთი თვის ხელფასი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!