- ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია იხსნება. ინფორმაციას შვეიცარიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, 14:00 სთ, ქ. ბერნში მცხოვრები თანამემამულეების ინიციტივით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილებისა, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკის და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქ. ბერნის კულტურათაშორის ბიბლიოთეკაში, Bern: Interkulturelle Bibliothek Zentrum5, Interbiblio, დაგეგმილია ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე.
საწყის ეტაპზე, ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში, სპეციალურად გამოყოფილ ფართში, განთავსდება სამოცამდე ქართული წიგნი, ხოლო უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ქ. ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.