ტერენტი გრანელის ლექსზე შექმნილი სიმღერა ანი ტაბაღუასგან და ბენდ “Small Room”-ისგან


  • ზუგდიდელმა მომღერალმა ანი ტაბაღუამ და ბენდმა “Small Room”-მა ტერენტი გრანელის ლექსზე შექმნილი ახალი სიმღერა “მოგონება ქარში’’ შექმნეს და ჯვრის წყალსაცავზე კლიპი გადაიღეს.       

ანი ტაბაღუა: “-ზუგდიდელი ვარ და ძალიან მიყვარს სამეგრელო. პირველად, მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა 14 წლის ასაკში მივიღე, ეს იყო, “იქს” ფაქტორი, სწორედ აქედან გამიცნო ქართველმა მაყურებელმა. შემდეგ სხვა პროექტებშიც ვცადე ბედი. საზღვარგარეთ ძალიან ბევრ კონკურსზე მიმიღია მონაწილეობა და არაერთი პირველი ადგილისა თუ გრან-პრის მფლობელი ვარ. ჩემი ბოლო პროექტი ,,ვოისია”, რომელიც რამდენიმე თვის წინ დასრულდა. საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ეს ყოველივე ჩემთვის. ვიმღერე ნახევარფინალში და “ვოისის” შემდეგ, ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, სხვადასხვა კონცერტებსა თუ ივენთებზე, თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა. “ვოისში” ვიყავი ნიაზ დიასამიძის გუნდის წევრი, მასთან მუშაობით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. დღესაც, ქუჩაში, რომ გავდივარ გულშემატკივრები “მიდი ნიაზ”-ით მომმართავენ. ვიმღერე ნახევარფინალში და მაყურებლის რჩეულიც გავხდი. რაც თავი მახსოვს, სულ ვმღერი. მუსიკა არის, ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს და მაინტერესებს. სიმღერის გარდა, მიყვარს ცეკვა და ხატვა.

“ჯგუფ Small Room”-თან ერთად, ახალი სიმღერა “მოგონება ქარში” ჩაწერეთ…

-“Small Room”-ის წევრებთან, დიდიხანია ვმეგობრობ. ეს ჩვენი პირველი ერთობლივი ნამუშევარია. რაც შეეხება იდეას, მსურდა რაიმე ახალი და საინტერესო შემეთავაზებინა მსმენელისთვის. თავიდან ვფიქრობდი, რომ ამ სიმღერაზე მხოლოდ მე ვიმუშავებდი, მაგრამ გადავწყვიტე “”Small Room”-იც ჩამერთო. საბოლოოდ, პროექტმა გაამართლა. ბენდთან ერთად მუშაობამ კლიპი მეტად საინტერესო და დახვეწილი გამოაჩინა. სიმღერაზე მუშაობდნენ: ანი ტაბაღუა- ვოკალი, დიმა ხოფერია-კლავიში,  ირაკლი თოლორაია-გიტარა, მალხაზ ჭკადუა-ბას გიტარა, ანზორ ჯომიდავა-დრამი, მუსიკის ავტორი – გივი უსენაშვილი, ლექსი-ტერენტი გრანელი, ვერსია-ანი ტაბაღუა, არანჟირება-ლაშა თოდუადიმა ხოფერია. კლიპი გადაღებულია valera studio-მიერ. მომავალში ვაპირებ, ჩემს საყვარელ  ზუგდიდსაც  მივუძღვნა სიმღერა, იმედია ყველაფერი გამომივა.


კომენტარი

  1. ავთანდილ

    1997 წელს შესრულებული იყო ეს სიმღერა ჯგუფ “დესპანის” მიერ და როგორ არის ახალი? მალხაზ ხონელიძე – ვოკალი!!!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!