ბაზარში ხმაური მამა-შვილი თოდუების პროვოცირებულია?


დღეს, ხმაური იყო ზუგდიდის ბაზარში-შპს „სუპერმარკეტში“. მოვაჭრეებმა გააპროტესტეს მერიის მიერ იჯარით გაცემული ფართის ამჟამინდელი მფლობელის შ.პ.ს.“ლონდასტეს“-თან თანამშრომლობა. მოვაჭრეების თქმით, დღეს მათთან იმყოფებოდა გამარჯვებული კომპანიის მფლობელი, რომელიც დაემუქრა მათ და უთხრა: ჩვენ მოვიგეთ ტენდერი, ეს ჩვენი ადგილია, გადასახადი გადაიხადეთ, თორემ აქ არ დაგაყენებთო. მოვაჭრე ლეილა ლიპარტიამ  „ზუგდიდელების. გე“-ს უთხრა: „ჩვენს ადგილზე რომ დავრჩებით, ამის გარანტიას არავინ გვაძლევს, დღეს უთქვამთ გადასახადს მოგიმატებთო, ანუ თუ ვიხდიდით 100 ლარს, ახლა 50 ლარი დაგვიმატეს, რის გადახდასაც ჩვენ ვეღარ შევძლებთ. სიტყვიერად გვეუბნებიან ჩვენთან დადევითო ხელშეკრულება. პირობებს კი არავინ გვაცნობს, რაზე უნდა მოვაწეროთ ხელი ჩვენთვის გაურკვეველია. მოგვცენ იმის გარანტია, რომ დახლები ადგილზე  დარჩება და არ აიჭრება, ყველა ინვენტარს დატოვებენ და ძველებურად შევძლებთ ლუკმა პურის შოვნას. სხვა შემთხვევში, ჩვენ არ შევეგუებით მათ პირობებს.

 მოვაჭრე ლეილა ჯალაღონია ამბობს, რომ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ტენდერი თუ იყო გამოცხადებული ამ ადგილზე. „შემოვიდნენ  ვიღაცეები  და გვეუბნებიან  თქვენი უფროსები ვართო და ჩვენ გადაგვიხადეთო. ვთხოვეთ ბაზრის ადმინისტარაციას სიტუაციაში გარკვევა, მივმართეთ  გამგეობასაც.  მაგრამ ყურადღება არავის მოუქცევია.“

„ზუგდიდელები. გე“- სთან საუბარში „სუპერმარკეტის“ მენეჯერი მანანა ბარძემაშვილი ბაზრის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენების პროვოცირებაში ადანაშაულებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თოდუას და მამამისს. „მათ უნდოდათ არაკანონიერად მიეღოთ ფართი, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, და რადგანაც არ დავუკანონეთ, მირეკავენ და მემუქრებიან. ყველაფერი ის, რაც ხდება აქ, მოჰყვა ამ ფაქტს“…[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=83SAwcWCm_g[/embedyt]

სიტუაციის გასარკვევად მოვაჭრეებთან მივიდა ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის პოლიტიკური მდივანი თემურ ბასილაია, რომელმაც მათ უთხრა, რომ არის პროფესიით იურისტი და შეუძლია ამ საკითხებზე კომპეტენტური კონსულტაციების გაწევა. „ეს არის ამაზრზენი საქციელი და მცირე მეწარმეების უფლებების დარღვევა. დღეს, ჩვენ ვნახეთ, რომ ტენდერში გამარჯვებული შპს ტერიტორიაზე შემოდის ძალოვანი სტუქტურების დახმარებით და გადადიან შეტევაზე. გასაგებია, რომ ეს არის დავა ორ კერძო მესაკუთრეს შორის, მაგრამ ვფიქრობ, მერიამ და საკრებულომ ეს საკითხი ნორმალურ ჩარჩოებში უნდა მოაქციონ…“

მიმდინარე მოვლენების დროს გამართული ხმაურიანი შელაპარაკებისას, ერთ-ერთი მოვაჭრე გახდა ცუდად. მას, ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!