გიორგი თოდუა: “ეს ცილისწამებაა, ზუგდიდში ჩემს ოჯახს ყველა იცნობს”


„ზუგდიდელები.გე“- მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით „ბაზარში ხმაური მამა-შვილი თოდუების პროვოცირებულია?“  მასალათან დაკავშირებით, ქ. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა დაუკავშირდა გამოცემას და განაცხადა, რომ ბაზრის თემასთან მისი და მისი ოჯახის დაკავშირება პროვოკაციაა. „ამას მე ვუკავშირებ სწორედ იმ ფაქტს,რომ მერიამ და ზოგადად ადგილობრივმა  თვითმართველობამ,  დაიწყო  წესრიგის დამყარება მოუწესრიგებელ ტერიტორიაზე. თქვენ იცით,  წლების განმავლობაში,  არ იყო რეგისტრირებული ეს ფართი ბაზრის ტერიტორიაზე. დაურეგისტრირებულ მიწაზე, ბაზრის ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან  ღებულობდა  შემოსავალს.  ეს ტერიტორია აუქციონზე იქნა გატანილი და  ერთ-ერთმა შ.პ.ს. -მ ჩვეულებრივად, აუქციონის წესით გაიმარჯვა. სწორედ  ამის შემდეგ დაიწყო ხმაური, რადგან თვითონ  არ აქვთ სარგებლობის უფლება. თავიდან ისინი პროტესტის ნიშნად მერიაში მოვიდნენ და ახლა ჩემთან გადმოვიდნენ  გაურკვეველი მიზეზების გამო. ეს ყველაფერი პროვოკაციაა და ყოველგვარ აზრსაა მოკლებული.ზუგდიდში ჩემს ოჯახს ყველა იცნობს და ის, რაც დღეს გაჟღერდა,  ცილისწამებაა.  მერია მომავალშიც გააგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ბაზრის საკითხთან დაკავშირებით.“

ინფორმაციისათვის: „ზუგდიდელები.გე“- მ გამოაქვეყნა მასალა სათაურით „ბაზარში ხმაური მამა-შვილი თოდუების პროვოცირებულია?“ სადაც „სუპერმარკეტის“ მენეჯერი მანანა ბარძემაშვილი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თოდუას და მამამისს, ბრალს სდებს მუქარაში და გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბაზარში მიმდინარე ტერიტორიაზე, ამ დღეები ხმაური მათი პროვოცირებულია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!