- მედიის ინფორმაციით, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული რასიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციები გრძელდება.
CNN-ის ცნობით, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ატლანტაში, ვაშინგტონში, სიეტლში, ნიუ-იორკში და აშშ-ის სხვა ქალაქებში.
ვაშინგტონში აქციის მონაწილეებმა მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს. ნიუ-იორკში შეკრებილმა მოქალაქეებმა გასულ კვირას ქალაქში ორი ფერადკანიანი ტრანსგენდერის მკვლელობა გააპროტესტეს.
აქციას სლოგანით : „ფერადკანიანი ტრანსგენდერების სიცოცხლე მნიშველოვანია“- ათასობით ადამიანი დაესწრო.