კრეატიული განშორება მშობლიურ სკოლასთან


  • მეორე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელებმა (კონკრეტულად კი, XII ბ-მ), მიუხედავად კორონას უადგილოდ და მტკივნეულად გამოყოფილი საცეცეებისა, მოახერხეს და მშობლიურ სკოლას კრეატიულად, ორიგინალურად და სამაგალითოდ  დაემშვიდობნენ.

როგორც  XII ბ-კლასის დამრიგებელი ელიზა კუკავა ამბობს “ზუგდიდელებთან”,  მის სადამრიგებლო კლასს, სკოლისთვის ორიგინალური, სამახსოვრო ნივთის დატოვების სურვილი სასწავლო წლის დასაწყისში გაუჩნდა.  “იყო ბევრი ვერსია, ფიქრი, კამათი და ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდნენ.  არჩევანმა მოლოდინს გადააჭარბა. და ამ არჩევანს თვით პანდემიამიამაც ვერ შეუშალა ხელი.   განხორციელდა კრეატიული იდეა და  ამიერიდან,  XII ბ კლასის გულწრფელი ნობათი:  კრეატიული დასასვენებელი სკამი, რომელზეც მეთორმეტეკლასელებისა და ელიზა მასწავლებლის  ზედმეტი სახელებია ამოტვიფრული, წლობით დაამშვენებს ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლას.”

ელიზა კუკავა: “ამ სკამზე, მეთორმეტეკლასელებმა თავიანთი ზედმეტი სახელები წააწერეს, მათ შორის ჩემიც…”

მეტორმეტეკლასელები, სკოლისთვის საჩუქრის გადაცემის დღეს შეიკრიბნენ, ფოტოებიც გადაიღეს და ელიზა მასწავლებელსაც ერთი მნიშვნელოვანი პირობა ჩამოართვეს.

ელიზა მასწავლებელი “ზუგდიდელების” საშუალებით მიმართავს მათ: “ვეცდები, დადებული პირობა შევასრულო და თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს უვნებლად დავახვედრო თქვენი საჩუქარი, ჩემო მეთორმეტეკლასელებო.”


კომენტარი

  1. ელიზა

    მადლობა ,,ზუგდიდელებს” , ჩვენი კურსდამთავრებულების მიერ , სკოლისთვის საჩუქრის მიძღვნით გამოწვეული სიხარულის გაზიარებაში <3

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!