USAID-ი იწყებს ახალ პროგრამას


  • USAID იწყებს პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და მათი საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებას.

USAID ხელს უწყობს საქართველოს გახდეს წარმატებული, უსაფრთხო და დემოკრატიული ქვეყანა. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში, ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთგულებას.

“ხვალ ვიწყებთ ახალ, ხუთწლიან USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან, 90-ზე მეტ თემში მცხოვრები მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და მათი არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. პროგრამის ბიუჯეტია 24 მილიონი აშშ დოლარი. ღონისძიებას დაესწრებიან USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიი, საქართველოს ვიცე პრემიერმინისტი – ლევან დავითაშვილი, გუბერნატორი – მიხეილ შაკულაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები.

USAID-ის დაფინანსება გააძლიერებს 90-ზე მეტ თემს. მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა გამოსცადოს თავი ყველა სექტორში, დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების პოვნაში, საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში, მაგალითად, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

აშშ-ს მთავრობა 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. USAID ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.პარტნიორობა ხელს უწყობს ინკლუზიურ, მდგრად განვითარებას და კერძო სექტორის საშუალებით მოსახლეობისათვის დივერსიფიცირებული დასაქმების შესაძლებლობებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!